ძიუდო

10:32 | 12.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

უზნაძემ რომაული სია შეავსო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 14-15 თებერვალს რომში გასამართ ევროპის ღია პირველობაზე 14-კაციანი შემადგენლობით გამოვა. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ მოლოდინისამებრ, ოპტიმალური შემადგენლობის დაყენებისგან ამჯერადაც თავი შეიკავა, თუმცა გასულ შაბათ-კვირას სოფიაში ჩატარებული ანალოგიური რანგის ტურნირისგან განსხვავებით, განაცხადში რამდენიმე წონით კატეგორიაში გამოცდილ ძიუდოისტებსაც უხმო. ახალ სატურნირო სეზონს სწორედ იტალიურ ტატამზე გახსნიან ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ).

ევროპის ღია პირველობის ჩემპიონები ოქროს მედალთან ერთად 100 სარეიტინგო ქულასაც გამოიმუშავებენ. ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორებს კი შესაბამისად 60 და 40 ქულა ერგებათ.

14 თებერვალს მედლები 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. 15-ში კი ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ 4 წონაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან.

საქართველოს ნაკრები

60 კგ

ამირან პაპინაშვილი

66კგ

შალვა ქარდავა

ტრისტან ფეიქრიშვილი

თორნიკე თათარაშვილი

73კგ

ნუგზარ ტატალაშვილი

ლაშა შავდათუაშვილი

ფრიდონ გიგანი

81კგ

თამაზ კირაკოზაშვილი

90კგ

ბექა ღვინიაშვილი

100კგ

ალექსანდრე მსხალაძე

რევაზ წულუკიძე,

გიორგი სეტიელი

+100კგ

ადამ ოქრუაშვილი

ლევან მატიაშვილი

0.12364