ინგლისის ჩემპიონატის 25-ე ტური ლოგიკური შედეგებით დასრულდა. ერთადერთი მოულოდნელი შედეგი “სენტ მერიზე” დაფიქსირდა, სადაც “საუთჰემპტონმა” უდიდესი უპირატესობის მიუხედავად კაცნაკლული “ვესტ ჰემის” გატეხვა ვერ მოახერხა (0:0), რითაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” ისარგებლა და მესამე ადგილი დაიბრუნა.
“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ბარნლის” უმასპინძლა. ლუის ვან გაალს პირველი შეცვლის განხორციელება მე-5 წუთზე მოუწია – ტრავმირებული ფილ ჯონსის ნაცვლად, მოედანზე კრის სმოლინგი გამოჩნდა, რომელმაც ერთ წუთში თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. სტუმრებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს, მე-12 წუთზე დე ხეას დამწუხრება დენი ინგსმა მოახერხა, ხოლო ტაიმის დამატებულ წუთზე სმოლინგმა დუბლის შესრულება მოახერხა. 82-ე წუთზე კი, თავისი გოლი რობინ ვან პერსიმ გაიტანა პენალტით – 3:1.
გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა ლონდონის “ჩელსიმ” ლივერპულის “ევერტონი” მიიღო და ძალიან გაუჭირდა მისი დამარცხება. გამარჯვების გოლის გატანა ვილიანმა 89-ე წუთზე მოახერხა, რომელმაც საჯარიმოს გარედან მოახერხა ჰოვარდის დამწუხრება – 1:0.
სამაგიეროდ, მარტივად იმარჯვა “მანჩესტერ სიტიმ”, რომელიც გასვლაზე “სტოკ სიტის” გაუსწორდა იოლად. პირველ ტაიმში კლუბებმა გოლები გაცვალეს, ხოლო მეორე ნახევარში “ქალაქელებმა” სამი გოლის გატანა მოახერხეს - 1:4. აღსანიშნავია, სერხიო აგუეროს დუბლი, რომელიც ბომბარდირთა დავაში ერთი გოლითღა ჩამორჩება დიეგო კოშტას.
“შელჰარსტ პარკზე” ყოფილ კლუბს დაუპირისპირდა ალან პარდიუ. მის მიერ გაწვრთნილი “კრისტალ პალასი” პირველ ნახევარში “ნიუკასლთან” პაპის სისეს გოლით დამარცხდა, თუმცა 71-ე წუთზე წონასწორობა კემპბელმა აღადგინა – 1:1.
საუთჰემპტონი – ვესტ ჰემი 0:0
საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”
საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, გარდოში, ფონტე, იოშიდა, კლაინი, დევისი, რიდი (უარდ-პროუსი 67), ვანიამა, მანე (დურიჩიჩი 81), ელია (ტადიჩი 63), პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი, კუაიტე, ტომკინსი, კრესველი, ჯენკინსონი, სონგი, ამალფიტანო, დაუნინგი, ვალენსია (იარვისი 46), სახო (კეროლი 55), კოული (იასკილაინერი 63).
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
გაფრთხილებები: ფონტე, მანე - კოული
გაძევება: ადრიანი
მსაჯი: კრეიგ პაუსონი
ბურთის ფლობა: 67%-33%, დარტყმა: 21(7)-4(1), ჯარიმა: 12-11, კუთხური: 8-2, თამაშგარე: 3-0, სეივი: 1-7
მანჩესტერ იუნაიტედი – ბარნლი 3:1 (2:1)
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-1-2): დე ხეა, ჯონსი (სმოლინგი 5), ევანსი, როხო, მაკნაირი, ბლინდი (ერერა 39), რუნი, დი მარია, იანუზაი, ფალკაო (უილსონი 74), ვან პერსი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი, შაკელი, დაფი, მი, ტრაიპერი, ჯონსი, არფილდი, კიგტლი (ვოკსი 86), ბოიდი, ბარნსი (იუტკევიჩი 92), ინგსი.
მწვრთნელი: სეან რიჩი
გოლები: 1:0;2:1 სმოლინგი (6;45+3), 1:1 ინგსი (12), 3:1 ვან პერსი (82 პენ.).
გაფრთხილებები: რუნი, ფალკაო, უილსონი, დი მარია – კიგტლი, მი, არფილდი
მსაჯი: კევინ ფრენდი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 11(7)-13(3), ჯარიმა: 15-8, კუთხური: 5-8, თამაშგარე: 2-0, სეივი: 2-4
კრისტალ პალასი – ნიუკასლი 1:1 (0:1)
ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”
კრისტალ პალასი (4-4-1-1): სპერონი, კელი (ბოლასი 68), ჰანგელანდი, დელანი, იარდი, ლედლი, მაკარტური, ზაჰა, პანჩონი, შამახი (გაილი 66), სანოგო (კემპბელი 26).
მწვრთნელი: ალან პარდიუ
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, კოლოჩინი, უილიამსონი, ჯანმაატი, ჰაიდარა, სისოკო, კოლბეკი, გუფრანი, კაბელია (დუმეტი 86), ა.პერესი (რივიერი 91), სისე (აბეიდი 78).
მწვრთნელი: ჯონ კარვერი
გოლები: 0:1 სისე (42), 1:1 კემპბელი (71).
გაფრთხილებები: მაკარტური – კოლბეკი, ჯანმაატი
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 7(3)-5(1), ჯარიმა: 10-11, კუთხური: 5-2, თამაშგარე: 6-0, სეივი: 0-2
სტოკი – მანჩესტერ სიტი 1:4 (1:1)
სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, მუნიესა, ვოლშაიდი, კამერონი, ბერდსლი, ველანი (ადამი 85), ნ’ზონზი (შენტონი 94), მოზესი (სიდუელი 80), დიუფი, არნაუტოვიჩი, კრაუჩი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, კომპანი, მანგალა, ზაბალეტა, კოლაროვი, ფერნანდინიო, ფერნანდო, სილვა (ლამპარდი 80), ნასრი (ნავასი 86), მილნერი, აგუერო (ჯეკო 73).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გოლები: 0:1;1:3 აგუერო (33;70), 1:1 კრაუჩი (38), 1:2 მილნერი (55), 1:4 ნასრი (76).
გაფრთხილებები: არნაუტოვიჩი – აგუერო, მილნერი
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 17(5)-14(8), ჯარიმა: 6-11, კუთხური: 3-2, თამაშგარე: 3-4, სეივი: 4-4
ვესტ ბრომვიჩი – სუონსი 2:0 (0:0)
ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, ლესკოტი, დოუსონი, ბრანტი, მაკოლი, ფლეტჩერი, იაკობი, მორისონი (გარდნერი 85), ბერაჰინო, მაკმანამანი (სესენიონი 57), ბრაუნი.
მწვრთნელი: ტონი პულისი
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ნ.ტეილორი, ნოუტონი, კი, კორკი, დაიერი (რუტლიჯი 63), შელვი (ოლივეირა 62), მონტერო, გომისი.
მწვრთნელი: გარი მონკი
გოლები: 1:0 ბრაუნი (60), 2:0 ბერაჰინო (74).
გაფრთხილებები: მაკმანამანი, ბრაუნი – ნ.ტეილორი
მსაჯი: რობერტ მედლი
ბურთის ფლობა: 35%-65%, დარტყმა: 11(4)-10(3), ჯარიმა: 11-12, კუთხური: 5-4, თამაშგარე: 0-1, სეივი: 3-2
ჩელსი – ევერტონი 1:0 (0:0)
ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ზუმა, ტერი, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, მატიჩი, რამირესი, აზარი, ვილიანი (კეჰილი 92), კუადრადო (ფაბრეგასი 70), რემი (დროგბა 70).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, იაგიელკა, სტოუნზი, ოვიედო, კოულმენი, ბეშიჩი (მაკკარტი 46), ბერი, ლენონი (მირალაში 74), ნეისმიტი, ბარკლი (გიბსონი 74), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
გოლი: ვილიანი 89.
გაფრთხილებები: აზპილიკუეტა, ფაბრეგასი, რამირესი – ბეშიჩი, ბერი, კოულმენი, მაკკარტი
გაძევება: ბერი 88.
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 21(7)-7(4), ჯარიმა: 8-13, კუთხური: 10-2, თამაშგარე: 2-1, სეივი: 4-6
ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 17. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) -16. ჩარლი ოსტინი (ქპრ), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”) - 13. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 12.