კალათბურთი

2:00 | 12.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის “კანტუმ” პლეი-ოფში გააღწია

საკალათბურთო ევროთასის მე-2 ჯგუფური რაუნდის დასკვნით მატჩში გიორგი შერმადინის “კანტუმ” ბერძნული პაოკ-ი 78:70 დაამარცხა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

გასულ მატჩში ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 21:56 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

შერმადინმა 7-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

იტალიურმა კლუბმა 3 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და J ჯგუფში რუსული “ხიმკის” კვალად მე-2 ადგილი დაიკავა.

შედეგად, შერმადინის კლუბმა მომდევნო ეტაპზე გააღწია, სადაც 3-11 მარტს ვიქტორ სანიკიძის “უნიკსს” გაეჯიბრება. ამ წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში ყუბანის “ლოკომოტივს” და გერმანულ “ბროზე ბასკეტსს” შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

0.115166