საქართველოს საჭადრაკო ნაკრების ლიდერი, საერთაშორისო დიდოსტატი ბაადურ ჯობავა თბილისში გასამართი მსოფლიო გრან-პრის ეტაპისთვის მზადებას გადის.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ჯობავას ანალიტიკური მუშაობისათვის, სპეციალური საჭადრაკო პროგრამებით გაძლიერებული პირადი კომპიუტერი გადასცა.
შეგახსენებთ, რომ თბილისი პრესტიჟულ ტურნირს 14-28 თებერვალს უმასპინძლებს, შეჯიბრის საპრიზო ფონდი კი 120 ათასი ევრო იქნება.