თურქულ შეკრებაზე მყოფი ბათუმის “დინამო” ამხანაგურ შეხვედრაში 0:4 დამარცხდა სერბულ “ვოივოდინასთან.” ქართული კლუბის კარში გოლები პანკოვმა და რადოვიჩმა გაიტანეს, ხოლო სლობოდან ნოვაკოვიჩმა დუბლი შეასრულა.
“დინამო” : მამინაშვილი, ტეტუნაშვილი, მახარაძე, მგელაძე, სუხიაშვილი, შონია, ვარშანიძე, მუჯირი, ჭკუასელი, ქავთარაძე, ბერიაშვილი.
სათადარიგოები: ალავიძე, ფარტენაძე, ქორიძე, მაკარიანი, აბუსელიძე, თევდორაძე, ტატანაშვილი.