ფეხბურთი

23:02 | 11.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “ბორჯომმა” “დილას” დუბლები დაამარცხა

როგორც სოციალურ ქსელში “ბორჯომის” ოფიციალური გვერდი იუწყება, კლუბმა ამხანაგური მატჩი გორის “დილას” დუბლების წინააღმდეგ გამართა და 3:0 დაამარცხა მეტოქე.

ანგარიში ლაშა კვარაცხელიამ შორეული დარტყმით გახსნა, 19 წლის ლაშა როსტობაიამ ორამდე გაზარდა სხვაობა. როსტობაიამ კვარაცხელიას მსგავსად შორეული მანძილიდან გაიტანა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ზუკა გირდალაძემ დააფიქსირა.

ბორჯომი: ჩხარტიშვილი, თედიაშვილი, საჯაია, კობესაშვილი, ვეკუა, ლობჯანიძე, ჯოჯუა, ნ.კვარაცხელია, გირდალაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: როსტობაია, ფირცხალავა, ხითარაიშვილი, გელაშვილი, შაყულაშვილი.

თეგებიბორჯომი
0.113945