ბოლნისის “სიონი” თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ მატჩში ბორისოვის “ბატეს” დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
ლადო ბურდულის გუნდი 2014 წლის ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის დროსაც შეხვდა “ბატეს” და მაშინ 1:2 დამარცხდა.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა, მეორე ტაიმში ანგარიშის გახსნა “ბატეს” ფეხბურთელებმა მოახერხეს, მე-60 წუთზე ვოლოდკოს პასით სინევიჩმა გაიტანა.
77-ე წუთზე ლადო ბურდულის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. გოლის გატანა პორტუგალიელმა შემტევმა ლუის ალბერტო ვიეირა მედინამ მოახერხა.
სიონი: ბათიაშვილი, სვანიძე (კაპიტანი), ინწკირველი, ჭინჭარაშვილი, გიორბელიძე, გოგობერიშვილი, ლობჟანიძე, სიჭინავა, ჭანკოტაძე, ბერიძე, ჭიკაიძე.
სათადარიგო შემადგენლობა: მერლანი, ცნობილაძე, გურეშიძე, ცხადაია, გაფრინდაშვილი, და სილვა, ვიეირა მედინა, მიქაბერიძე, ჯაფარიძე