დასრულდა ვაჟ მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც ბადენ ბადენი (გერმანის) მასპინძლობდა. პლანეტის წამყვან მოჭადრაკეთა შორის იყო ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი დავით ბარამიძე, რომელიც ამჟამად გერმანიის მოქალაქეა და საერთაშორისო ტურნირებშიც ამ ქვეყნის სახელით ასპარეზობს.
ტურნირში ერთ წრედ ჩატარდა და მასში ბარამიძის ჩათვლით 8 მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათგან ბარამიძეს ყველაზე დაბალი კოეფიციენტი (2594) ჰქონდა, რომელიც ტურნირის სხვა მონაწილეებს საგრძნობლად ჩამორჩებოდა. მათ შორის იყო მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და რეიტინგფავორიტი მაგნუს კარლსენი (2865). ბადენბადენის ტურნირის მონაწილე გრანდებიდან ყველაზე დაბალი 2706 კოეფიციენტი გერმანელ ნაიდიჩს ჰქონდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ბარამიძე გრანდებთან ბრძოლაში ვერაფერს გახდა, 7 შეხვედრიდან 4 წააგო და 3 ყაიმით დაასრულა. საბოლოოდ, 1,5 ქულა დააგროვა და ბოლო, მერვე ადგილზე გავიდა. 4,5-4,5 ქულით კარლსენმა და ნაიდიჩმა პირველი-მეორე ადგილები გაინაწილეს. უკეთესი კოეფიციენტი კარლსენს აღმოაჩნდა, ის პირველ ადგილზე გავიდა და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ძალიან სუსტად გამოვიდა მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი), რომელმაც მხოლოდ 2,5 ქულის მოგროვება შეძლო და ბოლოსწინა მეშვიდე ადგილით დაკმაყოფილდა.
გთავაზობთ აღნიშნული ტურნირის საბოლოო სატურნირო მდგომარეობას:
I-II კარლსენი (ნორვეგია), ნაიდიჩი (გერმანია) - 4,5-4,5 ქულა
III-IV კარუანა (იტალია), ადამსი (ინგლისი) - 4-4
V-VI ბაშროტი (საფრანგეთი), არონიანი (სომხეთი) - 3,5-3,5
VII ანანდი (ინდოეთი) - 2,5
VIII ბარამიძე (გერმანია) - 1,5