თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ნირედხაზის “სპარტაკუსმა”, რომელშიც ფორვარდი დათო დარციმელია და ნახევარმცველი ზურა არზიანი გამოდიან, ამხანაგური მატჩი ლატვიის იურმალას “სპარტაკთან” 0:0 დაასრულა.
“სპარტკუსის” ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტო შემადგენლობაში დარციმელია იყო, რომელიც 64-ე წუთზე შეცვალეს.
ორივე ფეხბურთელმა უნგრულ კლუბს მიმდინარე ზამთარში მიაშურა. დარციმელიამ “სპარტაკუსთან” კონტრაქტი 2017 წლის ბოლომდე გააფორმა, ხოლო არზიანმა - 2016 წლის ივნისამდე.