ფეხბურთი

18:42 | 11.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კასრაძემ მოქმედ ჩემპიონთან წააგო

აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის 21-ე ტურში ბაქოს აზალი, რომელშიც ლაშა კასრაძე გამოდის, თავის მოედანზე მოქმედ ჩემპიონ აგდამის “ყარაბაღს” შეხვდა და 0:1 დამარცხდა.

ქართველი ცენტრალური მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. აქამდე, აზალ-ს ზედიზედ 4 მატჩი არ წაეგო. ბაქოელებს 23 ქულა აქვთ და 10 გუნდში მე-5 ადგილი უკავიათ.

0.116816