ლუგანსკის “ზორიამ”, რომელშიც ჯაბა ლიპარტია გამოდის, თურქეთში ამხანაგურ შეხვედრაში ყაზახეთის ჩემპიონი “ასტანა” 3:1 დაამარცხა და ერთი გოლი ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მიითვალა.
ლიპარტია თამაშში პირველი ტაიმის მერე ჩაერთო, როდესაც “ზორია” 0:1 აგებდა. მან 51-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. გარდა ამისა, ლუგანსკელების მიერ 56-ე წუთზე გათამაშებულ კომბინაციაშიც მონაწილეობდა, რომლის მერე ანგარიში 3:1 გახდა.