ფეხბურთი

16:37 | 11.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიოტცე: “მესისთან ჩემი შედარება არ შეიძლება”

გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი მარიო გიოტცე იოახიმ ლიოვის სიტყვებს გამოეხმაურა. ბუნდესნაკრების თავკაცის აზრით, მარიო ლიონელ მესის სჯობია.

“მესიმ კარიერა “ბარსელონაში” დაიწყო და იგი სულ სხვა დონეზე დგას. მესისთან ჩემი შედარება არ შეიძლება. მან იმდენად ბევრი ტიტული მოიგო, მის სიმაღლეს ვერავინ მიწვდება. მესი განსაკუთრებული და განმაცვიფრებელი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ლიოვმა ეს იმიტომ თქვა, რომ ჩემი მოტივირება უნდოდა და შეძლო კიდეც. შეუძლია თუ არა გვარდიოლას ჩემი სათამაშო დონე მესისას მიუახლოვოს? დიდებული იქნება, თუ ამას მოახერხებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არგენტინელი წარმოუდგენლად მაღალ დონეზეა და რთულია მის მსგავსად იასპარეზო.” – განაცხადა მსოფლიო ჩემპიონმა.

გერმანელებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში ლიონელ მესის არგენტინა სწორედ გიოტცეს გოლის წყალობით დაამარცხეს.

0.119237