“ტორინოს” საკუთრებაში მყოფი 25 წლის ნახევარმცველი ხუან სანჩეს მინიო კარიერას “ესტუდიანტესში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია არგენტინული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
მინიო ახალ კლუბში 2016 წლის აგვისტომდე დარჩება და “ესტუდიანტესმა” მისი გამოსყიდვის უფლება დაიტოვა.
“ბოკა ხუნიორსის” აკადემიის აღზრდილი მინიო იტალიაში 2014 წელს გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში “ტორინოს” მაისურით ფეხბურთელმა 14 მატჩი ჩაატარა და თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ვინაიდან მინიომ იტალიაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა ტურინელებმაც არგენტინელის განათხოვრება გადაწყვიტეს.