ფეხბურთი

15:08 | 11.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გურიამ” ამხანაგურში “საპოვნელა” დაამარცხა (+VIDEO)

ლანჩხუთის “გურიამ” ამხანაგური მატჩი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის B ჯგუფის ლიდერ “საპოვნელასთან” ჩაატარა და 2:0 გაიმარჯვა.

შეხვედრა ლანჩხუთში ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა და “გურიას” მთავარმა მწვრთნელმა დავით ლორიამ ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა:

თებიძე, ჭეიშვილი, ღაღანიძე, ცინცაძე, ხუმარაშვილი, კოშკაძე, კილაძე, მოსიაშვილი, შალამბერიძე, კონოვალოვი, ისიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: მათიაშვილი, გაბრიჩიძე, ინგოროყვა, წილოსანი

ლანჩხუთელებიდან გოლები გუნდის ახალწვეულებმა ბიძინა ცინცაძემ და ვილი ისიანმა გაიტანეს.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს “გურია” ურეკში ზუგდიდის “ლაზიკასთან” ჩაატარებს.

0.11713