კალათბურთი

14:35 | 11.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ოლ სტარზე” კორვერმა უეიდი ჩაანაცვლა

“მაიამი ჰიტის” ლიდერი დუეინ უეიდი მყესების ტრავმის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნბა-ს 3-გზის ჩემპიონი 15 თებერვალს დაგეგმილ “ოლ სტარზე” მონაწილეობას ვერ მიიღებს. უეიდი “ატლანტას” მსროლელით კაილ კორვერით ჩაანაცვლეს. აღნიშნულ ინფორმაციას 2015 წლის “ოლ სტარის” ტვიტერის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

კორვერი მიმდინარე სეზონში საშუალოდ ერთ მატჩში 12.9 ქულას, 4.3 მოხსნას და 2.7 პასს აგროვებს. 33 წლის კორვერი “ყველა ვარსკვლავის” მატჩში პირველად მიიღებს მონაწილეობას.

“ყველა ვარსკვლავის” მატჩი 15 თებერვალს ნიუ იორკში გაიმართება.

0.115638