ამერიკული MLS-ის ახალმა გუნდმა "ნიუ იორკ სიტიმ"10 თებერვალს ისტორიაში პირველი მატჩი ჩაატარა. ნიუ იორკელებმა ამხანაგური დაპირისპირება შოტლანდიურ "სენტ მირენთან" გამართეს და 2:0 მოიგეს. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დავიდ ვილიამ კი კლუბის ისტორიაში პირველი გოლი 33-ე წუთზე გაიტანა.