ფეხბურთი

11:45 | 11.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფრედი ნავასი: "კეილორი არსად წასვლას აპირებს"

მადრიდის "რეალის" და კოსტა რიკის ნაკრების კარის დარაჯის, კეილორ ნავასის მამამ ფრედი ნავასმა ესპანურ გამოცემა As-თან საუბარში მისი შვილის შესახებ ბოლო პერიოდში გავრცელებული ჭორები უარყო და განაცხადა, რომ კეილორი "რეალის" დატოვებას არ აპირებს.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემს შვილზე პრესაში გავრცელებული ინფორმაცვია სიმართლეს არ შეესაბამება და ის "რეალის" დატოვებას არ აპირებს. ნავასი მადრიდში თავს კარგად გრძნობს და ბოლომდე ეცდება თავის დამკვიდრებას ძირითად შემადგენლობაში".- განაცხადა ნავასის მამამ.

კეილორ ნავასი "რეალს" 2014 წლის ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდა და მიმდინარე პრიმერადივიზიონის გათამაშებაში მადრიდელთა კარი მხოლოდ ორჯერ დაიცვა.

0.111332