ფეხბურთი

4:24 | 11.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელიმ “ლივერპულს” მოაგებინა

ინგლისის ჩემპიონატის 25-ე ტურის პირველი სათამაშო დღე საინტერესოდ წარიმართა. “ენფილდზე” გამართული ტურის ცენტრალური შეხვედრა სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. “ლივერპულმა” ლონდონის “ტოტენჰემს” უთანასწორო ბრძოლაში აჯობა და რაც მთავარია, გადამწყვეტი გოლის ავტორი მარიო ბალოტელი გახდა, რომელმაც “ლივერპულის” მაისურით პირველად გაიტანა პრემიერლიგაში. მარიოს ამისთვის 13 შეხვედრა დასჭირდა.

ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა, მასპინძლებმა მშვენიერი კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც ლაზარ მარკოვიჩის გოლით დასრულდა. წონასწორობა 26-ე წუთზე ჰარი კეინმა აღადგინა, რომელმაც ლამელას კარგი გადაცემა შეირგო და მინოლეს დამწუხრება მოახერხა.

მეორე ნახევარი მასპინძელთათვის კარგად დაიწყო, დენი როუზმა საჯარიმოში დანიელ სტარიჯი წააქცია, რისთვისაც ფილ დაუდმა პენალტი დანიშნა ლორისის კარის მიმართულებით. 11-მეტრიანი სტივენ ჯერარდმა ზუსტად შეასრულა. 61-ე წუთზე კრისტან ერიკსენმა შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, მინოლემ მოგერიება მოახერხა, თუმცა ბურთი ჰარი კეინს მიუვიდა, რომელმაც მუსა დემბელე მოძებნა და ბელგიელი მეკარის კარში მეორე გოლი გაატანინა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მერსესაიდელებს მარიო ბალოტელიმ მოაგებინა, რომელმაც 83-ე წუთზე ადამ ლალანას კარგი გადაცემა შეირგო და ახლო მანძილიდან დალაშქრა ლორისის კარი – 3:2.

დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა ლონდონის “არსენალმა”. არსენ ვენგერის შეგირდებმა პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს ლორან კოშელნისა და თეო უოლკოტის გოლებით. მეორე ნახევარში ერთი ბურთი კრამარიჩმა გაქვითა, თუმცა “ლესტერის” ფეხბურთელებმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს – 2:1.

მიმდინარე სეზონში გასვლაზე პირველი ქულები მოიპოვა “ქუინზ პარკ რეინჯერსმა”. ლონდონელებმა “სანდერლენდი” ლეროი ფერისა და ბობი ზამორას გოლებით დაამარცხეს.

“ჰალ სიტიმ” ბირმინგემის “ასტონ ვილა” შინ ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა, რის შემდეგაც ბირმინგემული კლუბი გასავარდნ ზონაში ჩაეშვა.

ტურის დარჩენილი 6 შეხვედრა დღეს გაიმართება.

ლივერპული – ტოტენჰემი 3:2 (1:1)


ლივერპული, “ენფილდი”

ლივერპული (3-4-2-1): მინოლე, სახო, შკრტელი, ჩანი, ჯერარდი (ლოვრენი 68), ჰენდერსონი, იბე, მორენო, მარკოვიჩი (ლალანა 79), კოუტინიო, სტარიჯი (ბალოტელი74).
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, დაიერი, ვერტონგენი, როუზი, უოლკერი, მეისონი (პაულინიო 69), ბენტალები, ერიკსენი (ჩადლი 81), დემბელე (სოლდადო 85), ლამელა, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0 მარკოვიჩი (15), 1:1 კეინი (26), 2:1 ჯერარდი (53 პენ.), 2:2 დემბელე (61), 3:2 ბალოტელი (83).
გაფრთხილებები: შკრეტელი, სახო, ჯერარდი – მეისონი, ერიკსენი, დემბელე, უოლკერი, პაულინიო, კეინი
მსაჯი: ფილ დაუდი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 16(7)-14(5), ჯარიმა: 13-17, კუთხური: 5-7, თამაშგარე: 1-1, სეივი: 3-4

არსენალი – ლესტერი 2:1 (2:0)

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა, კოშელნი, მერტესაკერი, მონრეალი, ბელერინი, კოკლენი, როსიცკი, უოლკოტი (რემსი 73, ფლამინი 82), კასორლა, ოზილი, სანჩესი (ჟირუ 68).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ლესტერი (4-1-4-1): შვარცერი, აპსონი (ვასილევსკი 59), მორგანი (ულოა 81), სიმპსონი, კონჩესკი, ჰუტი, კამბიასო, ჯეიმსი, შლუპი (ნუჯენტი 86), მაჰრეზი, კრამარიჩი.
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

გოლები: 1:0 კოშელნი (27), 2:0 უოლკოტი (41), 2:1 კრამარიჩი (61).
გაფრთხილებები: როსიცკი, ჟირუ – ვასილევსკი, სიმპსონი
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 17(7)-11(4), ჯარიმა: 13-14, კუთხური: 6-6, თამაშგარე: 1-2, სეივი: 3-5

სანდერლენდი – ქპრ 0:2 (0:2)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-1-4-1): პანტელიმონი, რეველიერი (ბრაუნი 63), ოში, ვერჯინი, ვან აანჰოლტი, ხ.გომესი (რ.ალვარესი 46), ლარსონი, ა.ჯონსონი, ვიკჰემი (ს.ფლეტჩერი 82), დეფო.
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

ქპრ (4-2-3-1): გრინი, ისლა (დოგტი 85), კოლკერი, ფერდინანდი, იუნი, ბარტონი, ჰენრი, ფერი (ზარატე 75), მ.ფილიპსი (რაიტ-ფილიპსი 52), კრანჩარი, ზამორა.
მწვრთნელი: კრის რემსი და კევინ ბონდი (დროებითი მწვრთნელები)

გოლები:
0:1 ფერი (17), 0:2 ზამორა (45+1).
გაფრთხილებები: ლარსონი, რ.ალვარესი – ზამორა, ფერდინანდი, ზარატე
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 16(5)-19(4), ჯარიმა: 8-12, კუთხური: 8-4, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-5

ჰალი – ასტონ ვილა 2:0 (1:0)


ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”

ჰალი (3-5-2): მაკგრეგორი, მაკშეინი, დოუსონი, ბრიუსი, მეილერი, ჰადლსტოუნი, ლივერმორი (ქუინი 94), ელმოჰამედი, ბრედი, ნ’დოიე (ა.ერნანდესი 87), იელავიჩი (გ.რამირესი 66).
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

ასტონ ვილა (4-3-3):
გუზანი, ოკორე, კლარკი, ჰატონი, სისოკო, დელფი, ხილი, ვესტვუდი, სინკლერი (ჯ.კოული 59), ვაიმანი (ბენტეკე 46), აგბონლაჰორი.
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

გოლები: 1:0 იელავიჩი (22), 2:0 ნ’დოიე (74).
გაფრთხილებები: დოუსონი – ჰატონი, აგბონლაჰორი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 10(4)-11(4), ჯარიმა: 16-11, კუთხური: 3-7, თამაშგარე: 1-1, სეივი: 4-2

ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 17. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) -14. ჩარლი ოსტინი (ქპრ), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”) - 13. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 12.

0.179566