14-28 თებერვალს თბილისის “Courtyard Marriott”-ში პირველად ქართული ჭადრაკის ისტორიაში გაიმართება მსოფლიოს გრან პრის გათამაშება ვაჟთა შორის. თბილისის ტურნირი 2014-2015 წლებში დაგეგმილი მსოფლიოს საჭადრაკო გრან-პრის ოთხი ეტაპიდან ერთ-ერთია.
ტურნირში მონაწილეობას მსოფლიოს 12 უძლიერესი მოჭადრაკე მიიღებს. პარტიები 15 თებერვლიდან ყოველდღე 15.00 საათზე დაიწყება, დასვენების დღეები კი – 19 და 23 თებერვალია.
მონაწილეები: ალექსანდრე გრიშუკი (რუსეთი, 2810), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2797), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2775), შახრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2759), პიოტრ სვიდლერი (რუსეთი, 2739), დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი, 2737), დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი, 2733), თემურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2731), ლენიერ დომინგეს პერესი (კუბა, 2726), ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი, 2716), რუსტამ კასიმჟანოვი (უზბეკეთი, 2705), ბაადურ ჯობავა (საქართველო, 2696).