ქუთაისის “ტორპედომ” თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი ბულგარეთის უმაღლესი ლიგის პლოვდივის “ბოტევთან” 1:1 დაასრულა.
ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა:
შეყრილაძე, ზაზა ჭელიძე, ადამაძე, მირცხულავა, ჩიკვილაძე (კ), ქებაძე, კირკიტაძე, კლიმიაშვილი, ტუღუში, საბანაძე, ზივზივაძე.
42-ე წუთზე ანგარიში ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, რომელმაც ფლანგიდან პარტნიორის გამჭოლი გადაცემა გამოიყენა. “ტორპედოს” გოლის გატანა მანამდეც შეეძლო, მაგრამ ქუთაისელმა ფეხბურთელმა 37-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
84-ე წუთზე “ბოტევის” ფორვარდმა ივან ცვეტკოვმა ქუთაისელთა კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.