გერმანიის მე-3 ლიგაში მოასპარეზე “ჰალეშერის” პრეზიდენტმა მიხაელ შადლიხმა გამოცემა Bild-თან განაცხადა, რომ გუნდის ლიდერ აკაკი გოგიას, რომელიც, ბევრი ექსპერტის აზრით, ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია სეზონის შემდეგ ვერ შეინარჩუნებენ. ამიტომ, მის შემცვლელზე უკვე უნდა იზრუნონ. 23 წლის ქართველ შემტევ ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთარდება და “ჰალეშერს” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
“უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ვერ შევინარჩუნებთ. რეალობა ასეთია. ამიტომ, ალტერნატიულ ვარიანტებს ვეძებთ. გოგიას შეცვლას შევეცდებით, მაგრამ ძნელი იქნება”, - თქვა შედლიხმა.
Bild-ი იუწყება, რომ გოგიას ვერავინ დაადანაშაულებს, რადგან “ჰალეშერისთვის” ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. თუმცა, პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა მაქსიმუმ 15 წელი გრძელდება და ნათელია, რომ გოგიას უფრო მეტი თანხის გამომუშავება შეუძლია, ვიდრე ამჟამინდელ კლუბში იღებს.