ბათუმის “დინამომ”, რომელიც საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის თურქეთში ემზადება, მორიგი ამხანაგური შეხვედრა ავსტრიის რეგიონალლიგის “პანდორფთან” გამართა და 1:0 გაიმარჯვა.
ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა:
შოვნაძე, ქათამაძე, გიორგი სეფიაშვილი, ნიკა მგელაძე, სუხიაშვილი, ვარშანიძე, გიორგი კაშია, დიასამიძე, ჭკუასელი, ტატანაშვილი, მაქაცარია.
მატჩის ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე ბათუმელთა ახალწვეულმა გიორგი ქავთარაძემ გაიტანა, რომელიც თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო.