ფეხბურთი

15:43 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფოფხაძე მინსკის “დინამოში” ისინჯებოდა

ბოლნისის “სიონის” მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე ბელარუსულ საფეხბურთო კლუბ მინსკის “დინამოში” ისინჯებოდა.

მინსკელთა ვებგვერდის ცნობით, 28 წლის ქართველმა “დინამოს” 5 თებერვალს მიაშურა და ბელარუსთა რიგებში 8 თებერვალს ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. თურქულ შეკრებაზე მინსკელები სამხრეთ კორეის “პჰოჰან სტილერზს” დაუზავდნენ და ფოფხაძემ პირველი ტაიმი ითამაშა.

9 თებერვალს მინსკელებმა შეკრება დაასრულეს და მინსკში დაბრუნდნენ, ხოლო 12 თებერვალს კვლავ თურქეთს მიაშურებენ. ბელარუსებს თბილისის “დინამოს” ყოფილი თავკაცი ჩეხი უმცროსი დუშან უჰრინი წვრთნის.

0.116724