მადრიდის “რეალის” გულშემატკივრებმა გუნდის ფეხბურთელებს აქცია მოუწყეს. “ატლეტიკოსთან” 0:4 წაგებული მატჩის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ თავის 30-წლისადმი მიძღვნილ საღამოზე თანაგუნდელებთან ერთად მოილხინა და თავისი სიმღერის ვიდეოც კი გავრცელდა.
გულშემატკივრების საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბნენ და ბანერი გამოფინეს და რონალდუს ზეიმი შემდეგნაირი სიტყვებით გააპროტესტეს: “თქვენი სიცილი – ჩვენი სირცხვილია”.
მიუხედავად წაგებისა, სამეფო კლუბი კვლავ პრიმერა დივიზიონის ლიდერად რჩება. ანჩელოტის გუნდს 22 ტურის შემდეგ 54 ქულა აქვს მოგროვებული და მეორეადგილოსან “ბარსელონას” მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.