ფეხბურთი

11:00 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ საპრეზიდენტო კანდიდატები დაამტკიცა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატთა სია ოფიციალურად დაამტკიცა. ფიფას ცნობით, არჩევნებში შემდეგი პიროვნებები იბრძოლებენ: ფიფას მოქმედი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი პორტუგალიელი ლუიშ ფიგუ, ფიფას ვიცე-პრეზიდენტი იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი და ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხაელ ვან პრააგი.

ფიფას პრეზიდენტობა დავიდ ჟინოლას, ჟერომ შამპალს და მინო რაიოლასაც სურდათ, თუმცა მათ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო ხმა ვერ მოაგროვეს. ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 29 მაისს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

0.113172