ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლისაბონის “ბენფიკას” არგენტინელმა შემტევმა ედუარდო სალვიომ შესაძლოა კარიერა “ლივერპულში” გააგრძელოს. 24 წლის ფეხბურთელმა “არწივებთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა და ნება დართეს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბიდან უფასოდ წავიდეს.
სალვიოს რამდენიმე ევროპული გუნდი ეპატიჟება. არგენტინელს “ბენფიკასთან” კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში შემტევმა ყველა ტურნირზე 26 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემაც შეასრულა.