სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

0:47 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

სენიორებში უძლიერესები გამოვლინდნენ!

საერთაშორისო დიდოსტატ გიორგი ბაღათუროვის გამარჯვებით დასრულდა თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გამართული საქართველოს ჩემპიონატი სენიორთა შორის.

გამარჯვებულმა 7-დან 6 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული და იტალიის ქალაქ აკვი-ტერმეში 9-22 ნოემბერს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 2. გიორგი ხომერიკი – 5.5 ქულა, 3. გიორგი ციხელაშვილი – 5.5 ქულა.

ქალთა ჩემპიონატში ბოლო ტურამდე დაძაბული ბრძოლა იყო ციალა ქასოშვილსა და მარგალიტა თანდაშვილს შორის. თუმცა, ბოლო ტურში თანდაშვილი მოულოდნელად დამარცხდა და კონკურენტს ჩემპიონობისკენ გზა გაუხსნა.

ამრიგად, 7-დან 5.5 ქულით ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა საერთაშორისო ოსტატმა ციალა ქასოშვილმა. მეორე ადგილზე 5 ქულით მარგალიტა თანდაშვილი გავიდა, ხოლო III-IV ადგილები 4.5-4.5 ქულით ნინო მელაშვილმა და თამარ ხმიადაშვილმა გაინაწილეს.

ქალთა შორის ორი საგზური გათამაშდა: მსოფლიოს ჩემპიონატის – იტალიაში და ევროპის ჩემპიონატის საბერძნეთის ერეთრიაში, რომელიც 28 აპრილიდან 8 მაისამდე ჩატარდება.

საქართველოს ჩემპიონი სენიორ-ქალთა შორის აირჩევს თუ რომელ ჩემპიონატზე გაემგზავრება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.143252