ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა ახლო მომავალში კრისტიან ერიკსენს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ი.
მიმდინარე სეზონს ერიკსენი შესანიშნავად ატარებს (31 მატჩში, 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემა) და კლუბის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. “დეზების” ბოსობა დანიელ ფეხბურთელს კარგ გარჯას უფასებს და ახალი გაუმჯობესებული ხელშეკრულების შეთავაზება გადაწყვიტეს, რომლის მიხედვითაც კრისტიანის ხელფასი გაორმაგდება.
22 წლის ფეხბურთელს “მამლებთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.