ფეხბურთი

17:29 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის მე-20 ტურის სიმბოლური

ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Kicker–მა ბუნდესლიგის მე-20 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

ტურის საუკეთესო გუნდში ყველაზე მეტი, სამი მოთამაშე “ვოლფსბურგიდან” მოხვდა. “მგლების” რიგებიდან სიმბოლურში დიეგო ბენალიო, ახალწვეული ანდრე შურლე და კევინ დე ბრუინი არიან. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი მიმდინარე სეზონის ტურის ნაკრებში მეშვიდედ მოხვდა.

ბუნდესლიგის მე-20 ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:

მეკარე:
ბენალიო (“ვოლფსბურგი”);
მცველები: ჰეგელერი (“ჰერტა”), კლავანი (“აუგსბურგი”), ბენგტსონი (“მაინცი”), ჰაინლოტი (“პადერბორნი”);
ნახევარმცველები: კირჰოფი (“შალკე”), გიუნდოგანი (“დორტმუნდი”), ფრიცი (“ვერდერი”), დე ბრუინი, შურლე (ორივე “ვოლფსბურგი”);
თავდამსხმელი: ობემიანგი (“დორტმუნდი”).

თეგებიბუნდესლიგა
0.115539