ფეხბურთი

16:43 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის 24-ე ტურის სიმბოლური

პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის 24-ე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. გასული ტურის საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის დამსახურებულად მოხვდა ლონდონური “ტოტენჰემის” 21 წლის თავდამსხმელი ჰარი კეინი, რომლის დუბლის წყალობითაც “მამლებმა” “არსენალი” დაამარცხეს.

პრემიერლიგის სიმბოლურში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ლონდონის “ჩელსის” ჰყავს (3). ორი ფეხბურთელით “კრისტალ პალასია” წარმოდგენილი, ხოლო თითო-თითო მოთამაშე “სუონსის”, “საუთჰემპტონს”, “ვესტ ჰემს”, “ვესტ ბრომვიჩს”, “ტოტენჰემს” და “ბარნლის” ჰყავს.

მეკარე: ხულიან სპერონი (“კრისტალ პალასი”)

მცველები: კილი ნოუტონი (“სუონსი”), ბრანისლავ ივანოვიჩი (“ჩელსი”), მაია იოშიდა (“საუთჰემპტონი”), სესარ ასპილიკუეტა (“ჩელსი”).

ნახევარმცველები: ედენ აზარი (“ჩელსი”), ჩეიხოუ კოუატე (“ვესტ ჰემი”), ჟოე ლედლი (“კრისტალ პალასი”), კრის ბრანტი (“ვესტ ბრომვიჩი”).

თავდამსხმელები: ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”), დანი ინგსი (“ბარნლი”)

0.109897