თურქულ შეკრებაზე “ცხინვალმა” დასკვნითი მატჩი რუმინეთის საფეხბურთო პირველი ლიგის “ვილუნტართან” ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა.
ცხინვალელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ გუნდი ასეთი სასტარტო შემადგენლობით ათამაშა:
სოსლან ნანიევი, ბაჩიაშვილი, კაჭკაჭიშვილი, ნიკა ჯიშკარიანი, მახარობლიძე, მარკოზაშვილი, ივანიშვილი, ბურძენაძე, ცაცკრიალაშვილი, იმედაშვილი, შინდაგორიძე.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ნადირაძე, ცერცვაძე, გიორგაძე, მუმლაძე, ახვლედიანი, რუხაძე, ლექვთაძე, არაბული.
მატჩის მე-11 წუთზე პირველი გოლი გიორგი ივანიშვილმა გაიტანა. მე-80 წუთზე რუმინელებმა ანგარიში პენალტით გაათანაბრეს. შეხვედრის მიწურულს გამარჯვების გოლი რუხაძემ გაიტანა.