ფეხბურთი

0:20 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფრეების დღე ინგლისში

ინგლისის ჩემპიონატის 24-ე ტურის მეორე სათამაშო დღის სამივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. სამივე შემთხვევაში მასპინძლები იგებდნენ, თუმცა უპირატესობა ვერც ერთმა მათგანმა შეინარჩუნა.

“ვესტ ჰემმა” შინ “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და თამაშით აშკარად დაჯაბნა ლუის ვან გაალის გუნდი. პირველ ნახევარში მასპინძლებს გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა დავიდ დე ხეა დამაჯერებლად თამაშობდა, თუმცა 54-ე წუთზე შეიხუ კუაიტეს დარტყმულის წინაშე ესპანელი მეკარეც უძლური აღმოჩნდა და ანგარიში გაიხსნა. “ჩაქუჩებს” მეორეს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ნობლის დე ხეამ აუღო. გამოუყენებელი მომენტისთვის “ვესტ ჰემი” მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაისაჯა, 92-ე წუთზე დეილი ბლინდმა ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1. “იუნაიტედმა” მე-3 პოზიცია კვლავ “საუთჰემპტონს” დაუთმო.

კოლბეკის გოლით იგებდა ”ნიუკასლი”, თუმცა უპირატესობა ვერც “კაჭკაჭებმა” შეინარჩუნეს და “სტოკს” ქულა 90-ე წუთზე პიტერ კრაუჩმა მოუპოვა.

32-ე წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით იგებდა “ბარნლი”, მაგრამ მათაც ვერ მოახერხეს საქმის ბოლომდე მიყვანა. 45-ე წუთზე ბრანტმა გაათანაბრა, ხოლო 67-ე წუთზე “ვესტ ბრომვიჩს” ქულა შეცვლაზე შემოსულმა ბრაუნმა გადაურჩინა – 2:2.

ბარნლი – ვესტ ბრომვიჩი 2:2 (2:1)


ბარნლი, “ტურფ მური”

ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი, კინი, შაკელი, მი, ტრაიპერი, ჯონსი, მარნი (კიგტლი 46), არფილდი, ბოიდი, ბარნსი, ინგსი.
მწვრთნელი: სეან რიჩი

ვესტ ბრომვიჩი (4-3-3): ფოსტერი, დოუსონი, ლესკოტი, მაკოლი, ბეირდი (ბრაუნი 46), იოკობი, ბრანტი, ფლეტჩერი, მაკმანამანი (მორისონი 82), სესენიონი, ანიჩებე (ბერაჰინო 18).
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლები: 1:0 ბარნსი (11), 2:0 ინგსი (32), 2:1 ბრანტი (41), 2:2 ბრაუნი (67).
გაფრთხილებები: ბეირდი, იაკობი, ბრაუნი, დოუსონი
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 12(5)-12(5), ჯარიმა: 10-15, კუთხური: 5-6, თამაშგარე: 3-2, სეივი: 3-3

ნიუკასლი – სტოკი 1:1 (0:0)

ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, კოლოჩინი, უილიამსონი, ჰაიდარა, ჯანმაატი, ანიტა (სისე 65), კოლბეკი, ამეობი (აბეიდი 86), კაბელია (ობერტანი 69), სისოკო, ა.პერესი.
მწვრთნელი: ჯონ კარვერი

სტოკი (4-2-3-1):
ბეგოვიჩი, მუნიესა, ვოლშაიდი, ბერდსლი, უილსონი (კამერონი 51), ველანი, ნ’ზონზი, აირლანდი (კრაუჩი 82), დიუფი, მოზესი, უოლტერსი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0 კოლბეკი (75), 1:1 კრაუჩი (90).
გაფრთხილებები: ამეობი, კოლბეკი – მოზესი, აირლანდი, ველანი, მუნიესა
მსაჯი: კრის ფოი
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 9(3)-7(3), ჯარიმა: 14-17, კუთხური: 5-8, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-2

ვესტ ჰემი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:1 (0:0)

ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”

ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი, ტომკინსი, კუაიტე, ჯენკინსონი, კრესველი, სონგი, ნოლანი, ნობლი, დაუნინგი, ე.ვალენსია (იარვისი 84), სახო.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-1-2): დე ხეა, შოუ, ჯონსი, როხო, ა.ვალენსია, ბლინდი, იანუზაი (ფელაინი 72), დი მარია, რუნი, ვან პერსი, ფალკაო (სმოლინგი 95).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლები: 1:0 კუაიტე (49), 1:1 ბლინდი (92).
გაფრთხილებები: სონგი, ადრიანი – როხო, შოუ, რუნი
გაძევება: ბლინდი 93.
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 13(6)-18(6), ჯარიმა: 7-13, კუთხური: 9-9, თამაშგარე: 3-2, სეივი: 5-5

ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 17. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) -14. ჩარლი ოსტინი (ქპრ) - 13. ალექსის სანჩესი ("არსენალი"), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”) – 12.

0.139009