კალათბურთი

23:13 | 8.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვება ფაცაციას გარეშე

ვთბ-ლიგაში ლევან ფაცაციას გარეშე იმარჯვა “ნიჟნი ნოვგოროდმა”. ქართველი კალათბურთელის გუნდი სარატოვში “ავტოდორს” სტუმრობდა და 93:88 იმარჯვა, ქართველი კალათბურთელი კი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

ნოვგოროდელთა გამარჯვებაში ლომის წვლილი ამერიკელმა ტეილორ როჩესტიმ დაიდო, რომელმაც 35:22 წუთში 29 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. 15 ქულა ჩააგდო ტრეი ტომპკინსმა, კიდევ ერთმა ამერიკელმა ტერენს კინსიმ კი 13 ქულას 6 მოხსნა წაამატა.

“ნიჟნი ნოვგოროდს” 15 მოგება და 3 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ “ხიმკის” და მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს ჩამორჩება. 16 თებერვალს ფაცაციას კლუბი სწორედ “ხიმკის” დაუხვდება.

0.115781