“სტოკის” ფორვარდმა პიტერ კრაუჩმა “ნიუკასლთან” პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩის შემდეგ თავისი აზრი გამოთქვა.
“ჩვენ უპირატესობა გვქონდა. “ნიუკასლის” გოლი ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო, მაგრამ მე შევძელი ანგარიშის გათანაბრება და გუნდს ერთი ქულა მოვუპოვე. “სტოკი” მინიმუმ ფრეს იმსახურებდა”.
ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩში “ნიუკასლი” “სტოკ სიტის” 1:1 დაუზავდა. მატჩის 90-ე წუთზე პიტერ კრაუჩმა მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.