ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ლიბანის ჩემიონატში კიდევ ერთი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა “ჰომენეტმენთან” შეხვედრაში შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი შეასრულა, მისმა ”ჩემპვილმა” კი მეტოქე 88:74 დაამარცხა.
ცქიტიშვილმა შეუცვლელად – 40 წუთს ითამაშა და 18 ქულა, 19 მოხსნა (6 შეტევაში), 3 პასი და 3 დაფარება მიითვალა.
ქართველმა კალათბურთელმა 10-დან 6 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ცქიტიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 34 გახლდათ, რაც “ჩემპვილის” რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
სკიტას გუნდმა 5 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და 8-გუნდიან ლიგაში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. “ჩემპვილს” მომდევნო მატჩი 13 თებერვალს ელის, როდესაც “ტადამონს” უმასპინძლებს.