საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მერებაშვილმა "ერგოტელისის" წინააღმდეგ სტუმრად წაგებულ საბერძნეთის სუპერლიგის 23-ე ტურის მატჩში 68 წუთზე გოლი გაიტანა. ოფი-ს რიგებში გიორგი ლორიამ და მერებაშვილმა ოფი-ს რიგებში შეუცვლელად ითამაშეს. ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის საჯარიმოში რამდენიმე ფეხბურთელს გასცდა და ლამაზი გოლი გამოუვიდა და ანგარიში 3:2 გახადა. "ერგოტელისი" კაცნაკლული თამაშობდა, თუმცა ოფი-მ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და მორიგი მარცხი იწვნია.
ქართველი ფეხბურთელის გოლის ნახვა 01:51 წუთიდან შეგეძლებათ