როგორც იქნა, "დორტმუნდმა" თავი დააღწია ბოლო ადგილს. იურგენ კლოპის გუნდმა ფრაიბურგში 3:0 მოიგო. გაბონელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ჯერ საგოლე პასი გაუკეთა მარკო როისს (დაცვა აშკარად შეცდა და გაბონელმა პასი ჩაჭრა), შემდეგ კი ორი გოლი თავად მიითვალა. მატჩის ბოლო გოლი მშვენება იყო და კლასიკური ნიმუში ვიხილეთ - აი, როგორ უნდა კომბინაციური ფეხბურთის თამაში.
იქნება თუ არა ეს მოგება დორტმუნდელთათვის გარდამტეხი და დაადგება თუ არა გუნდი მოგებების გზას, ამას ვნახავთ. ისე, ფანებთან შეხვედრამ კლოპის გუნდზე, ეტყობა, დადებითად იმოქმედა.
წლეულს, განვლილ ორ ტურში, გამარჯვება არ ჰქონდა "ბაიერნს", ამჯერად კი "შტუტგარტს" სძლია. უძლებდნენ შტუტგარტელები, უძლებდნენ პირველი ტაიმის ბოლომდე და არიენ რობენს მაინც ვერ გაუმკლავდნენ: ჰოლანდიელმა მშვენიერი გოლი გაიტანა თავის სტილში – მარჯვნიდან ჩაახვია. მეორე ნახევრის დასაწყისში კი დავიდ ალაბამ შეასრულა შესანიშნავი დარტყმა. დაახლოებით 25 მეტრიდან.
აქვე ვთქვათ, რომ "შტუტგარტს" მეორე წრეში გოლი ჯერ არ გაუტანია.
მეორე ადგილზე მყოფმა "ვოლფსბურგმა" "ჰოფენჰაიმს" 3:0 აჯობა და კვლავ ბრწყინავდა კევინ დე ბრუინი. ბელგიელმა დუბლი შეასრულა და წლეულს გამართულ სამ ბუნდესმატჩში უკვე ხუთი გოლი დაუგროვდა.
ცხრილში ნელ-ნელა ზემოთ იწევს "ჰამბურგი", რომელმაც "ჰანოვერს" 2:1 მოუგო. გაუმართლათ ჰამბურგელებს, რადგან არაერთხელ გადარჩნენ, თუმცა იღბალიც საჭიროა.
აქვე, ბერლინის "ჰერტას" გამარჯვებაზეც: ახალმა მწვრთნელმა, უნგრელმა პალ დარდაიმ დებიუტი მაინცში 2:0 მოგებით აღნიშნა. ერთი უგოლო ფრეც გამოერია, კერძოდ, "კიოლნი" შინ ვერ მოერია "პადერბორნს" და ქულას დასჯერდა.
ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 3:0 (2:0)
ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, კნოხე, ვიერინია (გულავოგი 73), როდრიგსი, არნოლდი, ლუის გუსტავო, დე ბრუინი (შეფერი 87), კალიჯური (იუნგი 66), დოსტი, შიურლე
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, კიმი, ბისაკჩიჩი, პოლანსკი, შვეგლერი (მოდესტე 66), შტრობლი, ფირმინო, ამირი, ელიონუსი (ციუბერი 46), ფოლანდი
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
გოლები: 1:0 დოსტი (3), 2:0, 3:0 დე ბრუინი (20, 84)
გაფრთხილება: შიურლე (41), პოლანსკი (51), გულავოგი (80)
მსაჯი: დრესი
ბურთის ფლობა: 53-47, კარში დარტყმა: 9 (5)-16 (4), კუთხურები: 2-4, ჯარიმები: 20-16, თამაშგარე: 0-4, სეივი: 4-2
კიოლნი-პადერბორნი 0:0
კიოლნი: ჰორნი, მარო, ჰექტორი, ვიმერი, ოლკოვსკი, ლემანი, სვენტო (ნაგასავა 71), ჰალჰარი, ვიოგტი, უჯა (ოსაკო 57), ფინი (რისე 57)
მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი
პადერბორნი: ლარს კრუზე, ჰანემაიერი, რაფა, კოჩი (ვემერი 70), მეჰა (პეპიჩი 88), ბაკალორცი, შტოპელკამპი, რუპი, ბრიუკნერი, კაჩუნგა (ლაკიჩი 77)
მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი
გაფრთხილება: მეჰა (55), ლემანი (80), შტოპელკამპი (88)
მსაჯი: დინგერტი
ბურთის ფლობა: 58-42, კარში დარტყმა: 17 (5)-10 (3), კუთხურები: 9-4, ჯარიმები: 13-15, თამაშგარე: 0-1, სეივი: 3-5
ფრაიბურგი-დორტმუნდი 0:3 (0:1)
ფრაიბურგი: ბიურკი, კრმაში (ჰოლფერი 84), ტორეხონი, გიუნტერი, ფრანტცი, შმიდი (ფილიპი 46), დარიდა, კლაუსი, დელი, პეტერსენი (დანი შაჰინი 46)
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, ნური შაჰინი , გიუნდოგანი (გინტერი 80), კაგავა, კამპლი (ბლაშჩიკოვსკი 68), როისი (მხითარიანი 80), ობამეიანგი
მწვრთნელი:Lიურგენ კლოპი
გაფრთხილება: პიშჩეკი (35), კაგავა (50), ფრანტცი (63)
მსაჯი: ბრიხი
ბურთის ფლობა: 55-45, კარში დარტყმა: 7 (1)-22 (12), კუთხურები: 3-5, ჯარიმები: 11-12, თამაშგარე: 1-3. სეივი: 9-1
მაინცი-ჰერტა 0:2 (0:2)
მაინცი: კარიუსი, ხარა (ბუნგერტი 46), ბროზინსკი, ბენგსტონი, ბელი, ბაუმგარტლინგერი , მალი, კლემენსი (კაპინო 33), დე ბლაზისი (ალაგუი 72), გაისი, ოკაზაკი
მწვრთნელი: კასპერ ჰიოულმანდი
ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, პლატენჰარდტი, ბრუქსი, შკიელბრედი (ჰასოგაი 66), ლუსტენბერგერი, შტოკერი (ნიმაიერი 63), ჰეგელერი, შულცი, შიბერი, ბერენსი (ვაგნერი 78)
მწვრთნელი: პალ დარდაი
გოლები: 0:1 ჰეგელერი (35 პენ), 0:2 ბერენსი (42)
გაფრთხილება: შკიელბრედი (4), ხარა (41), ლუსტენბერგერი (54, 58), შიბერი (55), ბაუმგარტლინგერი (84), ვაგნერი (85)
გაძვება: კარიუსი (32), ლუსტენბერგერი(58)
მსაჯი: აითექინი
ბურთის ფლობა: 63-37, კარში დარტყმა: 12 (4)-11 (3), კუთხურები: 4-2, ჯარიმები: 15-15, თამაშგარე: 1-4, სეივი: 1-4
შტუტგარტი-ბაიერნი 0:2 (0:1)
შტუტგარტი: ულრაიხი, კლაინი, შვააბი (ჰარნიკი 46), ნიდერმაიერი, გოტოკუ საკაი, ბაუმგარტლი, გენტნერი, ჰლუშეკი (კოსტიჩი 73), რომეუ (მაქსიმი 58), ლეიტნერი, იბიშევიჩი
მწვრთნელი: ჰუბ სტევენსი
ბაიერნი: ნოიერი, ვაიზერი (თომას მიულერი 46), ბენატია, დანტე, ალაბა, ბერნატი, ალონსო, შვაინშტაიგერი, გიოტცე, რობენი (როდე 88), ლევანდოვსკი
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
გოლები: 0:1 რობენი (41), 0:2 ალაბა (51)
გაფრთხილება: რომეუ (48), ბენატია (86)
მსაჯი: მაიერი
ბურთის ფლობა: 28-72, კარში დარტყმა: 4 (0)-8 (4), კუთხურები: 4-1, ჯარიმები: 26-22, თამაშგარე: 5-3, სეივი: 3-0
ჰამბურგი-ჰანოვერი 2:1 (1:0)
ჰამბურგი: დრობნი, იანსენი, ჯურუ, ვესტერმანი (გიოცი 46), რაიკოვიჩი, მარკოსი (კაჩარი 77), ვან დერ ვაარტი (ჟირაჩეკი 46), დიასი, ნიკო მიულერი, შტიბერი, ოლიჩი
მწვრთნელი: იენს ცინბაუერი
ჰანოვერი: ცილერი, შულცი (სობეხი 64), მარსელო, ალბორნოსი, ჰიროკი საკაი (ჟოაო პერეირა 46), სანე, შტინდლი, კიოტაკე (ბიტენკური 84), შმიდებახი, ხოსელუ, ბრიანი
მწვრთნელი: ტაიფუნ ქორქუთი
გოლები: 1:0 მარსელო (26 ავტ), 2:0 იანსენი (50), 2:1 სობეხი (66)
23-ე წუთზე ხოსელუმ (ჰანოვერი) ვერ გაიტანა პენალტი
გაფრთხილება: იანსენი (90)
მსაჯი: გრეფე
ბურთის ფლობა: 37-63, კარში დარტყმა: 5 (4)-10 (4), კუთხეურები: 3-10, ჯარიმები: 18-11, თამაშგარე: 1-2. სეივი: 3-1