ინგლისის ჩემპიონატის 24-ე ტურის პირველი სათამაშო დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მეორე ადგილოსანმა “მანჩესტერ სიტიმ” მორიგი გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა, რითაც გათამაშების ლიდერმა ლონდონის “ჩელსიმ” ისარგებლა და უახლოეს მდევართან 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.
დღის გახსნითი შეხვედრა “უაით ჰართ ლეინზე” გაიმართა, სადაც ჩრდილო ლონდონურ დერბიში ერთმანეთს “ტოტენჰემი” და “არსენალი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ჰარი კეინს მე-6 წუთზე შეეძლო გატანა, მაგრამ “არსენალი” დავიდ ოსპინამ იხსნა. სამაგიეროდ, გოლით დასრულდა სტუმართა პირველივე შეტევა, ოლივიე ჟირუს გადაცემით მესუთ ოზილმა ისარგებლა და უგო ლორისს შანსი არ დაუტოვა. გაშვებულ გოლს “ტოტენჰემი” არ დაუბნევია და პირველ ნახევარში გათანაბრების რამდენიმე კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ. დენი როუზს ორჯერ შეეძლო გატანა, პირველ შემთხვევაში ოსპინამ ივარგა, ხოლო მეორე მომენტში ოდნავ ააცილა. რაიან მეისონის გასროლილი კი, კოლუმბიელმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია.
მეორე ტაიმიც “დეზების” უპირატესობით წარიმართა და ჰარი კეინმა მალევე გაათანაბრა ანგარიში. 56-ე წუთზე მასპინძლებმა კუთხური მოაწოდეს, ერიკ დაიერის თავური ოსპინამ უკუაგდო, მაგრამ დამატებაზე ყველას კეინმა დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. გატანილი გოლიდან ორ წუთში დემბელეს შეეძლო გატანა, მაგრამ კვლავ ოსპინამ ითამაშა კარგად. უკვე ორ წუთში, უელბეკის დარტყმული უგო ლორისმა შესანიშნავ ნახტომში მოიგერია კუთხურზე. 86-ე წუთზე ნაბილ ბენტალებმა მშვენიერი ჩაწოდებით თავზე დაასვა ბურთი ჰარი კეინს, რომელმაც ჩინებული თავურით ოსპინა გააშეშა – 2:1. “ტოტენჰემმა” საძულველ მეტოქეს ერთი ქულით გაასწრო და მე-5 ადგილამდე აღზევდა.
გათამაშების ლიდერმა ლონდონის “ჩელსიმ” ბირმინგემში დაამარცხა “ასტონ ვილა”. ლონდონელებმა პირველი ნახევარი ედენ აზარის გოლით მოიგეს. მეორე ტაიმი კი, მოურინიოს გუნდისთვის ცუდად დაიწყო და 48-ე წუთზე კარლეს ხილის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ოკორემ წონასწორობა აღადგინა. “არისტოკრატებმა” გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს, 66-ე წუთზე ბრანისლავ ივანოვიჩმა დაახლოებით 10-12 მეტრიდან ძლიერი დარტყმით აიღო გუზანის კარის ბადე – 1:2. ლონდონელებმა უახლოესი მდევარი 7 ქულით ჩამოიტოვეს.
უახლოესი მდევარი “მანჩესტერ სიტია”, რომელმაც შინ “ჰალის” დამარცხება ვერ მოახერხა და აწი ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება. რა თქმა უნდა მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა პელეგრინის გუნდს იაია ტურეს გარეშე გააზრებულად თამაში ძალიან უჭირს, რაც ბოლო დროინდელ შედეგებში ნათლად აისახება. “ჰალმა” პირველი ნახევარი მეილერის გოლით მოიგო და საბოლოოდ 3 ქულის მოპოვებასთანაც ძალიან ახლოს იყო, მაგრამ 92-ე წუთზე ჯეიმს მილნერმა გათანაბრება მოახერხა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა – 1:1.
ძალიან გაუჭირდა “საუთჰემპტონს”, რომელიც “ლოფტუს როად სთედიუმზე” ქპრ-ს ეთამაშებოდა. შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ გაილია და “წმინდანებმა” მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს 3 ქულის მოპოვება. მანემ გამარჯვების გოლი 93-ე წუთზე გაიტანა – 0:1.
დღის ბოლო შეხვედრა “გუდისონ პარკზე” გაიმართა, სადაც ლივერპულურ დერბიში ერთმანეთში “ევერტონი” და “ლივერპული” ხვდებოდნენ. შეხვედრამ სტუმრების უპირატესობით ჩაიარა და გოლის გატანის რამდენიმე შესანიშნავი შანსი ჰქონდათ, რომელთა გამოყენება მათ ვერ მოახერხეს და დერბი უგოლოდ დასრულდა – 0:0.
“სუონსი” დიდი უპირატესობის მიუხედავად მხოლოდ ქულას დაჯერდა “სანდერლენდთან” საშინაო შეხვედრაში, ხოლო “კრისტალ პალასმა” გასვლაზე მოუგო “ლესტერს”.
ტოტენჰემი – არსენალი 2:1 (0:1)
ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, დაიერი, ვერტონგენი, უოლკერი, როუზი, მეისონი (პაულინიო 95), ბენტალები, ლამელა (სტამბული 90), დემბელე (ჩადლი 75), ერიკსენი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
არსენალი (4-3-3): ოსპინა, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, კასორლა (როსიცკი 68), კოკლენი (აკპომი 89), რემსი, უელბეკი (უოლკოტი 78), ოზილი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: 0:1 ოზილი (11), 1:1;2:1 კეინი (56;86).
გაფრთხილებები: კეინი, მეისონი, ბენტალები – მონრეალი, უელბეკი, კოშელნი, ჟირუ, რემსი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 23(8)-7(3), ჯარიმა: 8-12, კუთხური: 10-3, თამაშგარე: 6-3, სეივი: 2-6
ასტონ ვილა – ჩელსი 1:2 (0:1)
ბირმინგემი, “ვილა პარკი”
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, კლარკი, ოკორე, ჰატონი, სისოკო, ვესტვუდი, კლევერლი (სინკლერი 74), დელფი, ვაიმანი (ჯ.კოული 80), ხილი, აგბონლაჰორი (ბენტეკე 68).
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, რამირესი, მატიჩი, აზარი, ოსკარი (მიკელი 73), ვილიანი (კუადრადო 80), დროგბა (რემი 64).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლები: 0:1 აზარი (8), 1:1 ოკორე (48), 1:2 ივანოვიჩი (66).
გაფრთხილებები: კლევერლი, ვესტვუდი, ოკორე – რამირესი, ივანოვიჩი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 8(1)-12(5), ჯარიმა: 8-7, კუთხური: 7-7, თამაშგარე: 2-4, სეივი: 3-0
მანჩესტერ სიტი – ჰალი 1:1 (0:1)
მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი, დემიჩელისი, კომპანი, ზაბალეტა, კლიში, ფერნანდო (ნავასი 46), ფერნანდინიო, სილვა (იოვეტიჩი 74), ნასრი, ჯეკო (მილნერი 66), აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
ჰალი (3-4-2-1): მაკგრეგორი, ბრიუსი, მაკშეინი, დოუსონი, ჰადლსტოუნი, ლივერმორი, მეილერი, ელმოჰამედი, გ.რამირესი (ნ’დოიე 76), ბრედი (ქუინი 91), ალუკო (რობერტსონი 67).
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
გოლები: 0:1 მეილერი (35), 1:1 მილნერი (92).
გაფრთხილებები: ნასრი, ფერნანდინიო – ელმოჰამედი, დოუსონი, ლივერმორი, ჰადლსტოუნი
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 74%-26%, დარტყმა: 18(5)-7(3), ჯარიმა: 9-8, კუთხური: 13-1, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-4
ლესტერი – კრისტალ პალასი 0:1 (0:0)
ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”
ლესტერი (4-4-2): შვარცერი, მორგანი, ვასილევსკი, სიმპსონი (ვარდი 79), კონჩესკი, ჯეიმსი, კამბიასო, მაჰრეზი, შლუპი (ოლბრაიტონი 66), ნუჯენტი (კრამარიჩი 71), ულოა.
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი
კრისტალ პალასი (4-2-3-1): სპერონი, დელანი, დანი (ჰანგელანდი 46), იარდი, კელი, მაკარტური, ლედლი, ზაჰა, მუტჩი (სანოგო 46), პანჩონი, გაილი (გედიურა 78).
მწვრთნელი: ალან პარდიუ
გოლი: ლედლი 55.
გაფრთხილებები: შლუპი, სიმპსონი, ულოა, კონჩესკი - კელი
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 19(5)-14(2), ჯარიმა: 15-6, კუთხური: 8-6, თამაშგარე: 1-4, სეივი: 1-5
ქპრ – საუთჰემპტონი 0:1 (0:0)
ლონდონი, “ლოფტუს როად სთედიუმი”
ქპრ (4-4-1-1): გრინი, კოლკერი, დანი (ვარგასი 83), ონიოჰა, ჰილი, ბარტონი, ფერი, ფილიპსი, ტრაორე (ისლა 73), ტაარაბტი (ზარატე 63), ოსტინი.
მწვრთნელი: კრის რემსი და კევინ ბონდი (დროებითი მწვრთნელები)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, ტარგეტი (გარდოში 26), იოშიდა, ფონტე, კლაინი, დევისი, ვანიამა (შნეიდერლენი 61), ელია (ტადიჩი 80), მანე, უარდ-პროუსი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
გოლი: მანე 93.
გაფრთხილებები: ბარტონი, ჰილი – შნეიდერლენი, ფორსტერი
მსაჯი: როჯერ ისტი
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 12(3)-16(5), ჯარიმა: 13-16, კუთხური: 3-4, თამაშგარე: 2-3, სეივი: 4-3
სუონსი – სანდერლენდი 1:1 (0:1)
სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ნოუტონი, ნ.ტეილორი (რანხელი 67), კორკი, კი, შელვი (ნ.ოლივეირო 79), ბაროუ (მონტერო 46), დაიერი, გომისი.
მწვრთნელი: გარი მონკი
სანდერლენდი (4-4-1-1): პანტელიმონი, ოში, ვერჯინი, რეველიერი, ვან აანჰოლტი, ბრიდკუტი, ლარსონი, ხ.გომესი, რ.ალვარესი (ა.ჯონსონი 65), გრემი (ს.ფლეტჩერი 76), დეფო.
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
გოლები: 0:1 დეფო (42), 1:1 კი (66).
გაფრთხილებები: კორკი, ნოუტონი, დაიერი – ბრიდკუტი, ლარსონი, ხ.გომესი, ს.ფლეტჩერი
მსაჯი: ფილ დაუდი
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 16(7)-4(1), ჯარიმა: 11-13, კუთხური: 7-1, თამაშგარე: 1-2, სეივი: 0-6
ევერტონი – ლივერპული 0:0
ლივერპული, “გუდისონ პარკი”
ევერტონი (4-3-3): რობლესი, სტოუნზი, იაგიელკა, ოვიედო, კოულმენი, ბერი, მაკკარტი, ბეშიჩი (ალკარაზი 86), ნეისმიტი (ბარკლი 85), მირალაში (ლენონი 60), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
ლივერპული (3-4-2-1): მინოლე, შკრტელი, სახო, ჩანი, ლეივა (ალენი 16), ჰენდერსონი, იბე, მორენო, ჯერარდი, კოუტინიო (სტარიჯი 56), სტერლინგი (ლამბერტი 83).
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
გაფრთხილებები: მაკკარტი, ოვიედო, ნეისმიტი - ჰენდერსონი
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 6(1)-17(6), ჯარიმა: 11-7, კუთხური: 3-6, თამაშგარე: 5-2, სეივი: 6-1
ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 17. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) -14. ჩარლი ოსტინი (ქპრ) - 13. ალექსის სანჩესი ("არსენალი"), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”) – 12.