ქუთაისის “ტორპედო” თურქეთში შეკრებას განაგრძობს. იმერლებმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა უნგრეთის ერთ-ერთ ტიტულოვან გუნდ “დებრეცენთან” გამართეს და გამარჯვებამდე მცირედი დააკლდათ.
მატჩში ანგარიში უნგრელებმა რენე მიჰელიჩის გოლის წყალობით გახსნეს, ხოლო 27-ე წუთზე ოთარ კვერნაძემ ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმის საწყისი წუთებში ქუთაისელებმა ივარგეს და თენგიზ ჩიკვილაძემ 58-ზე “ტორპედო” დააწინაურა. შეხვედრა ქართული გუნდის გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო, თუმცა საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე ლაზარ პალიმ “დებრეცენი” მარცხისგან იხსნა.
ქუთაისელები მომდევნო შეხვედრას 10 თებერვალს ბულგარეთის “ბოტევთან” გამართავენ.
ტორპედო – დებრეცენი 2:2 (1:1)
ტორპედო: ბექა შეყრილაძე, ბექა ბანძელაძე, ბაქარ მირცხულავა, გურამ ადამაძე, თენგიზ ჩიკვილაძე (გოგი გოგიჩაიშვილი 79), ზაზა ჭელიძე (ბუდუ ზივზივაძე 46), ირაკლი კლიმიაშვილი (ლაშა ქებაძე 60), ბექა ტუღუში (მიხეილ მახვილაძე 69), დავით კირკიტაძე (ნიკა კვასხვაძე 58), ნიკა საბანაძე (ოლეგ მამასახლისი 68), ოთარ კვერნაძე (გივი იოსელიანი 65).
გოლები: 0:1 რენე მიჰელიჩი (10), 1:1 ოთარ კვერნაძე (27), 2:1 თენგიზ ჩიკვილაძე (58), 2:2 ლაზარ პალი (90+2).