ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის “ჩელსის” შემტევი ვილიანი ხუან კუადრადოს დამატებით მოხარულია. კოლუმბიელი ფეხბურთელი “არისტოკრატებმა” 29.39 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ “ფიორენტინადან” დაიმატეს.
ორივე სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი მარჯვენა ფლანგის შემტევია, შესაბამისად ვილიანს სერიოზული კონკურენტი გაუჩნდა.
“ვილიანის ტრანსფერი? კარგია. ფეხბურთში შეჯიბრი მშვენიერია. სასტარტო ადგილისთვის ყოველთვის ვიბრძოლებ. შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი არავის აქვს და სხვა ნებისმიერ დროს ჩაგანაცვლებს. საჭიროა გულმოდგინებით მუშაობა, რათა კარგი კარიერა გქონდეს. ვარჯიშზე უკვე ველაპარაკე კუადრადოს. დიდებული ბიჭია და მოხარული ვარ მისი ჩვენთან ყოფნით. დარწმუნებული ვარ ხუანი ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება.” – განაცხადა ვილიანმა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ლონდონის “ჩელსიში” სასტარტო შემადგენლობის მოთამაშედ ითვლება. მიმდინარე სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა 32 მატჩი ჩაატარა და თავი 3-3 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
კუადრადომ ფლორენციელთა რიგებში მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრაში 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.