ფეხბურთი

22:04 | 7.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრანდელი: “საამაყოა, მაგრამ არა!”

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ იაპონიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი განაცხადა. პრანდელის თქმით, მას ეამაყება აზიელთა ინტერესი, თუმცა ნაკრების გაძღოლაზე მაინც უარი თქვა.

“ამ შემოთავაზებით ამაყი ვარ, მაგრამ მე ვამბობ არას”, - განაცხადა პრანდელიმ.

იაპონიის ეროვნული ნაკრები აზიის თასზე წარუმატებლად გამოსვლის შემდეგ მესაჭის გარეშეა. დაკავაებული თანამდებობიდან მექსიკელი ხავიერ აგირე დაითხოვეს. თავის მხრივ, ჩეზარე პრანდელი სტამბულის “გალათასარაიდან” წამოსვლის შემდეგ უმუშევარია.

0.119355