თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ბათუმის “დინამომ” ამხანაგური მატჩი პავლოდარის “ირტიშთან” ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.
ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა, რომელსაც ასლან ბალაძე ეხმარება, ხოლო შოთა ჭეიშვილი კონსულტაციას უწევს, გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
შოვნაძე, ფარტენაძე (სეფიაშვილი, 60) ნგელაძე, ქათამაძე, სუხიაშვილი, ვარშანიძე, კაშია (თევდორაძე 46), მუჯირი (მაქაცარია 60), ქავთარაძე, დისამიძე, ბერიაშვილი.
ასევე, თადარიგში მეკარე ალავიძე და მცველი მაკარიანი იყვნენ, რომელთაც არ უთამაშიათ.
ყაზახებმა ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის 45-ე წუთზე გაიტანეს.