ქობულეთის “შუქურას” აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, უკრაინელმა კონსტანტინ ფროლოვმა კლუბიდან წასვლის შესახებ განცხადება სოციალური ქსელში თავის ოფიციალურ გვერდზე გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა კლუბის ხელმძღვანელებს, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს.
“დიდი მადლობა ყველას, ვისთანაც კი მუშაობა მიხდებოდა. ჩემი სამუშაო კლუბში დავასრულე, ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ აქ. “შუქურას” წარმატებებს ვუსურვებ” – აღნიშნა ფროლოვმა.
“დიდი მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. მათგან მუდმივად ვგრძნობდი პატივისცემას” – დაასრულა 42 წლის სპეციალისტმა.
კონსტანტინ ფროლოვი აჭარული კლუბის მთავარ მწვრთნელად მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრის მსვლელობისას დაინიშნა, თუმცა მცირე ხანში თანამდებობა დატოვა. ერთ-ერთი ვერსიით, გუნდიდან წასვლის მიზეზი მისი ახალდაბადებული შვილია.
შეგახსენებთ, ქობულეთის “შუქურას” მთავარ მწვრთნელად გელა სანია იმუშავებს.