იტალიური გამოცემა “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე შესაძლოა დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს. ამის მიზეზი, სერია A-ს მომავალი სეზონის ნაადრევად დასრულების შესახებ კონტეს სურვილის შეუსრულებლობაა.
იტალიის ჩემპიონატის მომავალი სეზონის ბოლო ტური 15 მაისს გაიმართება, კონტეს კი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ ნაკრებში ფეხბურთელების გამოძახება გაცილებით ადრე სურდა. ამას ისიც ემატება, რომ ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გაიმართება იტალიის თასის ფინალი, რაც კონტეს უკმაყოფილების მიზეზს კიდევ უფრო ზრდის.
იტალიური მედიის ინფორმაციით, კონტე ნაკრებიდან წასვლის შემთხვევაში კარიერას უცხოეთში გააგრძელებს. ამასთანავე, მის სახელს “რომასა” და “მილანსაც” უკავშირებენ.