ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის ალესანდრო დელ პიეროს ინტერვიუმ, რომელიც მან “გაძეტა დელო სპორტს” მისცა, აპენინზე დიდი გამოხმაურება ჰპოვა. დელ პიერომ სილვიო ბერლუსკონის შეახსენა, რომ იგი თავისუფალი აგენტია.
ამასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი ადრიანო გალიანიმაც გააკეთა:
“ალექსის ყიდვა ჯერ კიდევ “პადოვაში” თამაშისას გვინდოდა. 5 მილიარდ ლირას ვიხდიდით 14 წლის ბავშვში, თუმცა “პადოვას” ხელმძღვანელებს თანხა ეცოტავათ. დელ პიერო ყოველთვის იყო მიმზიდველი ფეხბურთელი”, - განაცხადა გალიანიმ.
ალესანდრო დელ პიერო, რომელიც ამჟამად 40 წლისაა, თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. მიუხედავად ასაკისა ლეგენდარული ფეხბურთელი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს.