თურქულ შეკრებაზე ბოლნისის “სიონის” სპარინგ-პარტნიორთა რიცხვი ერთით გაიზარდა.
ბოლნისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 11 თებერვალს “სიონი” ბელარუსის ყველაზე ტიტულიან კლუბს ბორისოვოს ბატე-ს დაუპირისპირდება.
8 თებერვალს ლადო ბურდულის შეგირდები რუსეთის პრემიერლიგის პერმის “ამკარს” ეთამაშებიან.
10 თებერვალს “სიონის” მოწინააღმდეგე რუმინეთის ეროვნული ნაკრები იქნება.
12 თებერვალს მატჩი უკრაინის “ჰოვერლასთან” შედგება.