ფეხბურთი

12:43 | 7.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიას” ბეტო ორი თვით დააკლდება

“სევილიას” პორტუგალიელი კარის დარაჯი ბეტო ტრავმირებულია და უქმობა ორი თვის განმავლობაში მოუწევს. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, პორტუგალიელ კიპერს მხარი აქვს დაზიანებული და ოპერაციას საჭიროებს, რომელიც ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ჩაუტარდება.

ბეტომ ტრავმა ოთხშაბათს “რეალის” წინააღმდეგ მატჩში ქარიმ ბენზემასთან შეჯახებისას მიიღო და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.

,

0.111067