ფეხბურთი

10:59 | 7.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ხუმარები" აღარ ხუმრობენ (+VIDEO)

"შალკემ" მშვენივრად დაიწყო მეორე წრე. "ჰანოვერთან" მოგების შემდეგ "ბაიერნთან" გასვლაზე 1:1 ითამაშა, ამჯერად კი უშუალო კონკურენტ "გლადბახს" სძლია: ეს ერთადერთი გოლი შვეიცარიელმა ტრანკვილო ბარნეტამ გაიტანა კევინ-პრინს ბოატენგის პასით.

მიუხედავად იმისა, რომ თამაში მეტწილად "შალკეს" ნახევარზე მიმდინარეობდა, გლადბახელებმა ბევრი მომენტი ვერ შექმნეს. "ხუმარების" მეკარეს მხოლოდ ერთხელ მოუწია რთული ბურთის მოგერიება, ეს იყო და ეს. მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დაცვის კარგად დალაგება შეუძლია. ცენტრალურმა სამულმა (ნასტასიჩი, ჰიოვედესი, მატიპი) დიდი სამუშაო გასწია.

შალკე – გლადბახი 1:0 (1:0)

შალკე: ველენროიტერი, უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, ნასტასიჩი, ფუხსი, კირხოფი, ჰიოგერი, ბარნეტა (აოგო 85), კევინ-პრინს ბოატენგი, ჩუპო-მოტინგი (სანე 72)

მწვრთნელი: რობერტო დი მატეო

გლადბახი: ზომერი, იანჩკე, ბრაუერსი, დომინგესი, ვენდტი, ნორდვაიტი, ჯაკა, თორგან აზარი, ჰერმანი (ჰრგოტა 76), რაფაელი, კრუზე (ტრაორე 63)

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გოლი: 1:0 ბარნეტა (10)

გაფრთხილება: აოგო (90+3)

ბურთის ფლობა: 31-69, კარში დარტყმა: 10(4)-8(1), ჯარიმები: 17-15, კუთხურები: 5-3, თამაშგარე: 4-1, სეივი: 1-3

მსაჯი: შტარკი

0.138177