ფეხბურთი

0:04 | 7.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

"შუქურას" მთავარ მწვრთნელად გელა სანაია იმუშავებს

ქობულეთის “შუქურას” მთავარ მწვრთნელად გელა სანაია იმუშავებს. აჭარულ კლუბს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში “შუქურას” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ჩელებაძემ გელა სანაიას მთავარ მწვრთნელად დანიშვნა დაადასტურა.

ქობულეთის “შუქურაში” მოსვლამდე გელა სანაია “სამტრედიაში” მუშაობდა. მისი მწვრთნელობისას გასულ სეზონში იმერული კლუბი პირველი ლიგიდან უმაღლეს ლიგაში გადავიდა, თუმცა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრის მსვლელობისას თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ამ დრომდე უმუშევარი იყო.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში ქობულეთის “შუქურას” მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია იყო, შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი ამირან გოგიტიძემ დაიკავა, ეს უკანასკნელი კი კონსტანტინ ფროლოვმა შეცვალა.

ქართულ საკლუბო ფეხბურთში მწვრთნელთა ხშირი ცვლა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რაც კლუბის არასწორ მენეჯმენტზე მიუთითებს. კონსტანტინ ფროლოვის გაშვება არა ჩემპიონატის მსვლელობისას ან მოსამზადებელი ციკლის დაწყებამდე, არამედ მოსამზადებელი ეტაპის მსვლელობისას გადაწყდა, რაც ახალ მწვრთნელს დამატებით სირთულეს შეუქმნის.

0.118028