ფეხბურთი

21:46 | 6.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” კოკლენსა და აკპომს გაუხანგრძლივა

ლონდონის “არსენალმა” ახალგაზრდა მოთამაშეებს ფრანსის კოკლენსა და ჩუბა აკპომს კონტრაქტები გაუხანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას “მეთოფეთა” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ორივე მოთამაშე “ემირათს სთედიუმზე” 2019 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

“ბედნიერი ვარ, რადგან სატრანსფერო პერიოდში ორივე სამიზნის (გაბრიელ პაულისტასა და კრისტიან ბილიკის) გაფორმება მოვახერხეთ, ხოლო ახლა კოკლენსა და აკპომს გავუფორმეთ ახალი კონტრაქტები, რითაც ყველანი მოხარულები ვართ”, - განაცხადა “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა.

19 წლის აკპომს ჯერ-ჯერობით ლონდონელთა ძირითად გუნდში ნაკლებად უწევს თამაში. მან მხოლოდ 5-ჯერ ითამაშა პირველ გუნდში. სამაგიეროდ, წარმატებით თამაშობს “არსენალის” ახალგაზრდულ გუნდში და 10 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი.

23 წლის კოკლენი “ჩარლტონიდან” დაბრუნების შემდგომ ძალიან კარგად ათამაშდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა. მან მიმდინარე პრემიერლიგაში 8 შეხვედრა ჩაატარა.

0.151212